დამოუკიდებლობის დღე ყოველთვის ემოციურია და დიდი ზეიმია, მაგრამ წელს ეს განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი – დავითაშვილი

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას და ასევე ვუსურვებ ერთობას“. ასე მიულოცა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე.
ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და სამინისტროს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღე ყოველთვის დიდი ზეიმია და ყოველთვის ემოციურია, მაგრამ წელს ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის დამოუკიდებლობის ისტორიის პირობებში, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც ევროკავშირში წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და ძალიან დიდი იმედით ველოდებით ევროკავშირისგან დადებით პასუხს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გააგრძელოს, გააგრძელოს ევროინტეგრაცია და შევძლოთ ქვეყნის განვითარება იმგვარად, იმ ღირებულებებით, როგორიც ყველას ერთად გვინდოდა – ეს არის ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მარტვილში
შემდეგი სტატია26 მაისი – საზეიმო აღნიშვნა – მარნეული