26 მაისი – 6 ქვეყნის პრეზიდენტი და დელეგაციები – სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს დღეს ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს დღეს ასევე ეწვევიან პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.
პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მთავარ საზეიმო ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე, 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ქართველ ხალხის წინაშე წარსდგებიან და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ – მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიდღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი, რამდენად სერიოზულია „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარია- ქუმსიშვილი
შემდეგი სტატიათიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება