დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი, რამდენად სერიოზულია „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარია- ქუმსიშვილი

პირველი ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი, რამდენად სერიოზულია „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარია.
“ენგურჰესის“ ავარიის სერიოზულობაზე, ალბათ, დღეს დღის მეორე ნახევარში შევძლებთ რომ კონკრეტული პასუხები გავცეთ. გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალი არის შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე. გუშინ სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ. ასევე იმპორტი განხორციელდა, რომ სტაბილური ელექტრომამარაგება მოგვეხდინა”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებას , ქუმსიშვილის თქმით, დღის მეორე ნახევარში ექნება პასუხი, ეს რუსეთიდან განხორციელდება თუ სხვა წყაროებიდან

banner
წინა სტატიაშიმამა პეტრე-დასაწყისში არ გკითხე, მაგრამ ახლა მომინდა მეკითხა, კარგად ხარ?!
შემდეგი სტატია26 მაისი – 6 ქვეყნის პრეზიდენტი და დელეგაციები – სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში