თიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება

თიბისი სახელმწიფოსთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და მომდევნო დღეების განმავლობაში ღონისძიებებს გეგმავს.

25 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თარიღის აღსანიშნავად თიბისი არტ არეაში (დოდო აბაშიძის #10) წარმოგიდგენთ „დამოუკიდებლობის სკოლას“. ღონისძიებაზე გამომსვლელები სასკოლო გაკვეთილის ფორმატში თავიანთი სფეროდან გამომდინარე 1918 წლიდან გასულ 100 წელს შეაჯამებენ.

ქართული ლიტერატურა – 17:00

ქართული ენა – 17:50 – 18:35

სამოქალაქო საზოგადოება – 19:00

კონსტიტუცაი და სამართალი – 19:50

ისტორია – ინტერაქციული გაკვეთილი 20:45

ლიტერატურის გაკვეთილზე ლევან ბერძენიშვილი ქართული ლიტერატურის განვითარების 100 წლიან ისტორიას შეაჯამებს. ქართული ენის გაკვეთილს მზექალა შანიძე გაუძღვება, რომელიც ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში ენის ფუნქციის შესახებ ისაუბრებს. სამოქალაქო საზოგადოების გაკვეთილზე ნათია ფანჯიკიძე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში სოციალური სტრუქტურის ცვლილებებს განიხილავს. დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციასა და მისი ძირითადი პრინციპებს დამსწრეებს ანა დოლიძე გააცნობს. ისტორიის გაკვეთილზე კი თიბისი ახალ სამაგიდო თამაშს – „100 წელი“ – წარადგენს.

„100 წელი“ თიბისიმ „წიბახას თამაშების კლუბთან“ ერთად შექმნა. სამაგიდო თამაში 100 ბარათისგან შედგება. თითოეული ბარათის ერთ მხარეზე მოცემულია ფაქტი 1918 წლიდან 2018 წლამდე მის ამსახველ ფოტოსურათთან ერთად, მეორე მხარეზე კი – ამ ფაქტის შესაბამისი წელი. მოთამაშის მიზანია, გამოიცნოს ან დაახლოებით განსაზღვროს, თუ რა თარიღებია მითითებული მისი ბარათების მეორე მხარეს. თამაში გასული 100 წლის მნიშვნელოვან მოვლენების გახსენებასა და საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაში საინტერესო ფაქტების აღმოჩენას ემსახურება.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც თიბისი დამოუკიდებლობის 100 წლის აღნიშვნის ფარგლებში ახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოსტერების განთავსებაა, რომლებითაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ისტორიას.

თიბისი თბილისის გარდა ღონისძიებებს ბათუმსა და ქუთაისშიც გეგმავს, სადაც თიბისი ბანკის მთავარი ოფისების შენობებზე გადმოიფინება საქართველოს დროშები.

banner
წინა სტატიაში26 მაისი – 6 ქვეყნის პრეზიდენტი და დელეგაციები – სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ