“ოცნების” მხარდამჭერები 25%, ოპოზიციური ხმები 39% – IRI-ის კვლევის შედეგები

ხალხის პოლიტიკურ განაჩენი ქართული ოცნებას – ბოლო რეიტინგები აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობის მხარდაჭერას და ხელისუფლებას კარგავს.

გავრცელდაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.

კვლევა 15 ივნისამდე, “გავრილოვის ღამემდე” 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა 26% არ აღემატება. მაშინ როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. “პატრიოტთა ალიანსის” 5%, “ლეიბორისტული პარტია” – ასევე 5%.

დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა ამ მონაცემებით ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს და სავარაუდოა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სურათი კიდევ უფრო შეცვლილია და შეცვლილია ქართული ოცნებისთვის არასასურველი მიმართულებით.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიგახარია წადი! – ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ქვეყნის მასშტაბით ფლაერებს არიგებენ
შემდეგი სტატიადავით გარეჯის საკითხზე გიდები საქართველოს საგარეო უწყებას მიმართავენ