ევროპელების 48%-ს ვაქცინაციის შესახებ მითის სჯერა

ევროპის მოსახლეობის თითქმის ნახევარს სჯერა, რომ აცრებს სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს – უკრაინული მედია Eurobarometer-ზე დაყრდნობით წერს. კვლევებით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 88% თანხმდება იმაზე, რომ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად აცრების გაკეთება აუცილებელია. მაგრამ, მათგან უმეტესობა თვლის, რომ ვაქცინაციები ძლიერ რეაქციას იწვევს იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებას ეს დადასტურებული არა აქვს. გამოკითხულთა 48% მცდარ მტკიცებულებას იცავს, 41% კი თვლის, რომ აცრებში არაფერია საშიში. გამოკითხვა 16 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის, საფრანგეთში, ირლანდიაში, ბრიტანეთსა და რუმინეთში. სულ 27 524 ადამიანი გამოიკითხა. მათგან თითქმის მესამედმა თქვა, რომ ვაქცინები იწვევს დაავადებებს, რომლის წინააღმდეგადაც ის ტარდება, რაც, ასევე, არასწორია.

გასული წლის ოქტომბერში ევროკომისიამ გაავრცელა, რომ ევროპა არის რეგიონი, სადაც მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ენდობიან აცრებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის დაკავებისა და გამოძიების დაწყების გარემოებებს განმარტავს
შემდეგი სტატია10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი – საქმეზე მოწმეები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები