საარჩევნო სისტემის ცვლილება – ოპოზიცია ერთიანდება და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ოპოზიციური სპექტრი საერთო მოთხოვნით ერთიანდება. პარტიები ამ წუთებში ერთობლივ მემორანდუმს აფორმებენ. ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.

ერთი იდეის გარშემო 25 პარტია გაერთიანდა. განცადება საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტში მომხსენებლები მამუკა კაციტაძე და სანდრო ბარამიძე იქნებიან.

„25 პარტია შეიკრიბა ამ მაგიდის გარშემო, ერთი დეით გაერთიანებული, რომ ჩვენ საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს რეალურად დაქვეითებაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კუპატაძე სად გააკეთებს ფულს? – ნიკა მელია
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 10 დღეში წითელაზე 38 000 მოქალაქე აიცრა