ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს პრემიერ-მინისტრი ზემო ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებს შეხვდა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მამუკა ბახტაძე შეხვდა იმ მეხანძრეებს და მაშველებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ფონიჭალის სამუშაო ღონისძიებაში. ჩვენ პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში ვართ და ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერას, რაც გამოიხატება მაგალითად ბიუჯეტის გაზრდაში. რეალურად, დღევანდელი შეხვედრაც იმას ემსახურებოდა, რომ თანადგომა ყოფილიყო გამოხატული. ჩვენ ასევე ჩართული ვიყავით, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესული თავიანთ სახლებში, რათა ნივთები გამოეტანათ. რაც შეეხება ფულად ჯილდოებს, ეს სტანდარტი უკვე დამკვიდრებულია, რომ ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს, ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ამას ყოველთვის ვაკეთებთ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება”, – განაცხადა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაქცია “ოცნების” ოფისთან – საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები კალაძესთან და ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიასტამბოლში მოკლული საუდელი ჟურნალისტის სიმბოლური დაკრძალვა შედგა