აქცია “ოცნების” ოფისთან – საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები კალაძესთან და ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

Processed with VSCO with preset

საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან ამ დრომდე გრძელდება.

აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.

„მესამე კვირაა, ვდგავართ აქ იმიტომ, რომ დღესდღეობით რაიმე გზა არ გამოჩნდა ჩვენი საკითხის გადასაწყვეტად. ამიტომ, ჩვენი ერთადერთი, კონკრეტული და მძაფრი მოთხოვნა არის, რასაც მესამე კვირაა, ვითხოვთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს. აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ საფინანსო კომპანია საქართველოს ამ დრომდე ასობით დაზარალებული ჰყავს.

banner
წინა სტატიაში14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვი – დაახლოებით 12 საათია, სამართალდამცველები გორში მოზარდის ცხედარს ეძებენ
შემდეგი სტატიაზემო ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ