სტამბოლში მოკლული საუდელი ჟურნალისტის სიმბოლური დაკრძალვა შედგა

პარასკევს სტამბოლის ერთ-ერთ მეჩეთში ასობით ადამიანი შეიკრიბა ჯამალ ხაშოგის სიმბოლურ დაკრძალვაზე, რომელიც გასულ თვეს საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.
ცერემონიას ესწრებოდნენ ჟურნალისტის ნათესავები, კოლეგები და მხარდამჭერები. მეჩეთში მივიდნენ თურქეთის მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები.
“საუდის ხელისუფლებამ მკვლელობაში 15 ადამიანს დასდო ბრალი, მაგრამ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ. ისინი ცდილობენ შემოგვაპარონ ვერსია, რომლისაც ჩვენ არ გვჯერა” – იასინ აკტაიმ განაცხადა ერ-რიადის მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ანკარას საუდის ვერსიის არ სჯერა და ჟურნალისტის ცხედრის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვს. ოფიციალური თურქეთი თვლის, რომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში მაღალჩინოსნები არიან გარეული – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიზემო ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ
შემდეგი სტატიაგროზნოში თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა თავი