22 წლის ერდოღანმა “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა

322 წლის სერენ ერდოღანმა “ფეისბუქის” პირდაპირი ტრანსლაციის დროს თავი მოიკლა – The Mirror-ი წერს.
შოკისმომგვრელი ვიდეო სერენის “ფეისბუქ” აკაუნტზე დაიდო. ადგილობრივი მედიის თქმით, ახალგაზრდა თურქეთის ქალაქ ოსმანში ცხოვრობდა და პირდაპირი ტრანსლაციის დროს სახლში იმყოფებოდა.
თვითმკვლელმა სიკვდილისწინა ლექსი შეყვარებულს მიუძღვნა: “ჩვენი სიყვარული საგა გახდება, ჩვენი თვალები არ იტირებენ, თქვი, სიყვარულო, შენ მიდიხარ, ჩემი ხელები შენს გარეშე დაიწვებიან”- წაიკითხა სერენმა.
კამერასთან საუბარში მან ასევე თქვა, რომ არავის სჯეროდა იმისი, რომ ის თავს მოიკლავდა. “ახლა კი, ნახეთ ეს” – ამბობს ერდორანი. სუიციდამდე მან დასთან და დეიდაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა – The Mirror-ი წერს.

banner
წინა სტატიაშიმომავალი წლიდან აფხაზეთის სკოლებში მეგრულ ენას შეასწავლიან
შემდეგი სტატიაჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს