ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

14608174_1707617556229591_1539789446_n“თაიმერს” ზუგდიდიდან ექსკლუზიურად აცნობეს, რომ რამდენიმე წუთის წინ, ჯიხაშკარის საქმეზე ზუგდიდში 60 წლის კაკო ტიბუა დააკავეს. როგორც ტიბუას ოჯახის წევრები აცხადებენ, საარჩევნო უბნის დარბევაში ეჭვმიტანილი სათვალთვალო კამერით დაადგინეს. დაკავებული სამხარეოშია გადაყვანილი. საქმეს გამომძიებელი დათო შონია იძიებს. კაკო ტიბუას ოჯახის განცახდებით, მათ უფლებას არ აძლევენ ეჭვმიტანილთან ადვოკატი შეუშვან.
ჯიხაშკარის საქმეზე გუშინ, 11 ოტქომბერს ერთი პირის დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულ გია მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, საპარლამენტო არჩევნების დღეს პირთა ჯგუფი შეიჭრა 79-ე საარჩევნო უბანზე. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა კი მიაყენა.

banner
წინა სტატიაში22 წლის ერდოღანმა “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა
შემდეგი სტატიარუსეთში ოჯახს მანქანიდან ბებიის ცხედარი მოპარეს