22 ოქტომბერს ზუგდიდში და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა, ხოლო 30 ოქტომბერს მეორე ტურები ჩატარდება

განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის თარიღები ცნობილია. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა 22 ოქტომბერს ზუგდიდში და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა, ხოლო 30 ოქტომბერს მეორე ტურები ჩატარდება.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. კანონმდებლობით არის განსაზღვრული შესაბამისი ვადები – რა პერიოდშიც უნდა იყოს ჩატარებული, როგორც განმეორებითი კენჭისყრა ასევე მეორე ტურები. იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებს ბოლო ვადა იყო 2 ნოემბერი, თუმცა 30 ოქტომბერს ტარდება ასევე ლაგოდეხსა და სენაკში არჩევნები, შესაბამისად მოსახერხებელი იქნებოდა ამომრჩევლისთვისაც და საარჩევნო სუბიექტებისათვისაც აღნიშნული თარიღის 30-ში დანიშვნა,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ტარდება
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სარჩელი დააკმაყოფილა