სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სარჩელი დააკმაყოფილა

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სარჩელი დააკმაყოფილა-განცხადება იუსტიციის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის საქმეში ოთარ ფარცხალაძისა და ე.წ. საკნიდან გაყვანის ეპიზოდებს, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობას გასაჩივრებული ჰქონდა. როგორც მინისტრმა განმარტა, სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ეს საჩივარი დააკმაყოფილა და საქმე განსახილველად 17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას გადაეცა, შესაბამისად აღნიშნულ ეპიზოდებზე მსჯელობას სტრასბურგის სასამართლო თავიდან დაიწყებს.

banner
წინა სტატიაში22 ოქტომბერს ზუგდიდში და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა, ხოლო 30 ოქტომბერს მეორე ტურები ჩატარდება
შემდეგი სტატიასოხუმის ტერაქტი მიზნად აფხაზი პოლიტიკოსის ლიკვიდაციას ისახავდა