2022 წელს დედამიწის მკვიდრებს ახალი ვარსკვლავის დაბადების ნახვა შეეძლებათ

news
ავტ.: news იანვარი 10, 2017 02:00

2022 წელს დედამიწის მკვიდრებს ახალი ვარსკვლავის დაბადების ნახვა შეეძლებათ

2022 წელს დედამიწის მკვიდრებს ახალი ვარსკვლავის დაბადების ნახვა შეეძლებათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ორი ვარსკვლავის შეჯახების შედეგად მოხდება. ამერიკელი ასტრონომის ლარი მოლნარას თქმით, ახალი ციური სხეულის ცამოყალიბება ვარსკვლავების შეჯახების შედეგად, ჯერ კიდევ ჩვენი ერის მესამე საუკუნეში მოხდა, თუმცა,ნათების შუქმა დედამიწაზე 1800 წლის შემდეგ მოაღწია. მეცნიერის თქმით, მსგავსი კოსმოსური კატასტროფების განსაზღვრა, ძალიან რთულია.

ახალი ვარსკვლავი გედის თანავარსკვლავედში გამოჩნდება – ამ სისტემაში ვარსკვლავები ისე ახლოს არიან განთავსებული, რომ საერთო ატმოსფერო აქვთ, მათი ბრუნვის სიჩქარე კი, მუდმივად იზრდება (ახლა მოძრაობის პერიოდი 11 საათია).
ასტრონომების აზრით, როცა ვარსკვლავებეი ერთმანეთს შეეჯახება და ორივე დაიღუპება, ისინი ბევრ ენერგიას და შუქს გამოყოფენ, რომლის შედეგადაც ორმაგი ვარსკვლავის სიჩქარე ათიათასჯერ გაიზრდება. ზეახალი ვარსკვლავის დაბადებას, ანუ, ორმაგი ვარსკვლავის სიკვდილის მომენტს, დედამიწის მცხოვრებლები შეუიარაღებელი თვალით ნახავენ. ის ღამის ცაზე, რამდენიმე ხნის მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ობიექტი იქნება.

news
ავტ.: news იანვარი 10, 2017 02:00