რუსი დიპლომატი: “რუსმა ჰაკერებმა” ობამას ტვინი გაუტეხეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აშშ-ს სპეცსამსახურების მოხსენებაზე კომენტარი გააკეთა, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩარევას ეხებოდა.
“ვფიქრობ, “რუსმა ჰაკერებმა” თუ რამე გატეხეს ამერიკაში, მაშინ ეს ორი რამაა: ობამას ტვინი და ცხადია, თვითონ მოხსენება რუსი ჰაკერების შესახებ” – დაწერა ზახაროვამ.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს სპეცსამსახურების მოხსენების გამო იმედგაცრუებულია, რადგანაც აღნიშნულ მოხსენებაში ამერიკის არჩევნებზე ვლადიმირ პუტინის ჩარევის მცდელობის შესახებ არის საუბარი.

banner
წინა სტატიაში2022 წელს დედამიწის მკვიდრებს ახალი ვარსკვლავის დაბადების ნახვა შეეძლებათ
შემდეგი სტატიაკლინტონმა ნიუ-იორკის მერობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა