2018 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 8 679 544 ვიზიტი შედგა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 4, 2019 11:20

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 8 679 544 ვიზიტი შედგა

2018 წელს საქართველოში 8 679 544 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა. ზრდა 2017 წელთან შედარებით +9.8%-ია. ამის შესახებ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი მართავენ.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4 756 820 შეადგინა, რაც 687,466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +16.9%)

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

2018 წელს პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +80%,სლოვაკეთი +62%, რუმინეთი +59%, ნიდერლანდები +56%, გერმანია +50%, ლატვია +50%, ჩეხეთი +44%, პოლონეთი +37%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +31% იტალია +30% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +112%,ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი 36%, ქუვეითი +34%, ყაზახეთი +25% და აშშ +25%.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს სამ მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%), რაც 485 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა.

საერთაშორისო კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით საქართველომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. ევროპაში კი მეორე ადგილზეა.

„საქართველოში ტურისტების მოსაზიდად, საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, ტურისტული პროდუქტების შექმნისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ახალ პროექტებს ახორციელებს. ამ პროექტებმა დიდი როლი ითამაშა როგორც ტურისტების მოზიდვის ასევე საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდის საკითხში.

შეიქმნა ახალი ვიდეო – Emotion Are Georgia. საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის მანძილზე წამატებით იყენებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ პლატფორმებს და ტელეკომპანიებს: Facebook, Tripadvisor, National Geographic, Expedia და Lonely Planet. Euronews, CNN და BBC.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის მიზნით 2018 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა 163 პრეს ტური და 24 გაცნობითი ტური; საქართველოს ეწვია 800 მდე ჟურნალისტი; 300 მდე ტურ-ოპერატორი; მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 200-ზე მეტი სიუჟეტი.
საქარველოს შესახებ სტატიები მოამზადეს მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგულმა და გავლენიანმა გამოცემებმა: Conde Nast Traveller, Forbes, NewYork Times, The Telegraph, National Geographic, Liberation, Deutsche Welle, Vogue და ა.შ. ოთხი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 2683 ჟურნალისტი, 1067 ტუროპერატორი ეწვია. მომზადდა 3014 სტატია, ბლოგი, სატელევიზიო სიუჟეტი და გადაცემა.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, გრძელდება პროექტი „ გაიცანი საქართველო“. პროექტის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მხარეში 40-მდე პრესტური მოეწყო და 200-ზე მეტი სიუჟეტი მომზადდა“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 4, 2019 11:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,932
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics