“ფოფხაძისთვის არავის დაურეკავს” – ოხანაშვილი ადასტურებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მის კანდიდატურას განიხილავს. ოხანაშვილის თქმით, გუნდში საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

დეპუტატის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” გარკვეულ საკითხებზე მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა და პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს.

ოხანაშვილი გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა. ფოფხაძემ თქვა, რომ მას მოსამართლეთა სიის წარდგენის დღეს არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ დაურეკეს და კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს.

ოხანაშვილი ამბობს, რომ ფოფხაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მისთვის არავის დაურეკავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
შემდეგი სტატია2018 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 8 679 544 ვიზიტი შედგა