ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრს 40-მა პაციენტმა მიმართა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრში, დღეს დილით პიროტექნიკით დაშავებული ხუთი პაციენტი შევიდა.

მისივე თქმით, დაშავებულები 9-12 წლამდე ბავშვები არიან.

მისივე თქმით, დაშავებულებს ჩაუტარდათ ამბულატორიული მკურნალობა და კლინიკიდან გაწერეს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ცენტრს დაახლოებით 40-მა პაციენტმა მიმართა. კლინიკაში რჩება რვა წლის ბიჭი, რომელსაც სახის სერიოზული დამწვრობა აღენიშნება.

banner
წინა სტატიაში2018 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 8 679 544 ვიზიტი შედგა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ათასი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია