2017 წელს მსოფლიოს უარესი კლიმატური კატაკლიზმები ელოდება

ანომალურად მაღალი ტემპერატურები, მოულოდნელი სიცივეები, წყალდიდობები, ქარიშხლები და სხვა კატაკლიზმები, 2017 წელს გაცილებით უფრო მწვავე პრობლემად იქცევა მსოფლიოს მოსახლეობისათვის – ვიდრე ეს 2016 წელს იყო.ამის შესახებ ინფორმაციას კლიმატის შემსწავლელი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ავრცელებს.
კლიმატის შესწავლის მსოფლიო პროგრამის ხელმძღვანელის დევიდ კარლსონის განცხადებით, დედამიწაზე კლიმატის ცვლილებები იმდენად გლობალურია, რომ მეტეოროლოგებს უკვე არ ძალუძთ ბევრი კატაკლიზმის პროგნოზირებაც კი. ასე, გასულ წლებში მეტეოროლოგებმა ვერ შესძლეს პლანეტაზე ექსტრემალური კლიმატის 11.000-მდე შემთხვევის პროგნოზირება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში, სადაც მეტეოროლოგიური სამსახურებში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ, ვერ შესძლეს 29 მაისს მოსკოვში უძლიერესი ქარიშხლის პროგნოზირება, რომელმაც სულ ცოტა 11 ადამიანი იმსხვერპლა და ასობით დააზარალა.

banner
წინა სტატიაში,,აშშ უკვე მსოფლიო ლიდერი აღარ არის,,
შემდეგი სტატია“სცენარს წერს შორენა თეთრუაშვილი, დაქირავებული ჰყავს მსახიობები… ქარჩავა, კაკაბაძე”