“სცენარს წერს შორენა თეთრუაშვილი, დაქირავებული ჰყავს მსახიობები… ქარჩავა, კაკაბაძე”

ე.წ ციანიდის საქმის ადვოკტის გიორგი ფანცულაიას თქმით საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე შორენა თეთრუაშვილი დაწერილი სცენარით მოქმედებენ და მათი ქმედება, არა საპატრიარქოს დაცვას, არამედ საპატრიარქოს ავტორიტეტის შელახვას ემსახურება. აღნიშნული განცხადება ფანცულაიამ ტელეკომპანია ” პირველის” ეთერში გააკეთა. ადვოკატის თქმით, ედიშერ ქარჩავა ბოდიში აქვს მოსახდელი იმის გამო, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა, ფანცულაიას თქმით, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე მილიონიან გრანტს უკავშირდებოდა, საქმის კურსში იყო საქართველოს პატრიარქიც და დეკანოზ მამალაძეზე სწორედ მისი მინდობილობა იყო გაცემული.
„ეს არის პირდაპირი პროპაგანდა, რომლის სცენარსაც წერს შორენა თეთრუაშვილი, დაქირავებულები ჰყავს მსახიობები, მათ შორის ერთ-ერთი მსახიობი თქვენს გადაცემაშიც იყო. მე თუ ყოველდღე ახალ გამოგდებულ თემებზე ვისაუბრებ, გამოდის რომ მათი სცენარით უნდა ვითამაშო. დიდი ბოდიში, მაგრამ მე მათ მინდორზე თამაშს არ ვაპირებ.“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. მისი თქმით თუ რაიმე დაჯგუფება არსებობს საპატრიარქოში ეს არის შორენა თეთრუაშვილის დაჯგუფება.

„ისინი სამწუხაროდ საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან და სწორედ საპატრიარქოს ურტყამენ პირდაპირ .“- აღნიშნა ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, გარდა ფულის გათეთრების ბრალდებისა, ედიშერ ქარჩავამ დღეს სხვა სკანდალური განცხადებაც გააკეთა, მისი თქმით დაჯგუფებაში, რომელიც პატრიარქის დამხობას ცდილობდა იყვნენ მეუფე პეტრე , სოსო ოხანაშვილი, დეკანოზი მამალაძე და კიდევ რამდენიმე თეოლოგი და მიტროპოლიტი.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/igumeniag/videos/1448078755251560/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში2017 წელს მსოფლიოს უარესი კლიმატური კატაკლიზმები ელოდება
შემდეგი სტატიასეტყვა კახეთში – სტიქიამ თელავის რაიონის სოფლები დააზარალა