,,აშშ უკვე მსოფლიო ლიდერი აღარ არის,,

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა კანცლერ მერკელისაგან აშშ-ს პრეზიდენტის კრიტიკის ესტაფეტა გადაიბარა და განაცხადა, რომ აშშ უკვე მსოფლიო ლიდერი ქვეყანა არ არის.
,,ტრამპის ხელში აშშ-მ დაკარგა დასავლური სამყაროს ფასეულობათა წამყვანი ქვეყნის სტატუსი. აშშ-ს იზოლაციონისტური კურსი ნეგატიურად მოქმედებს მსოფლიო სიტუაციებზე, ტრამპის მოსვლით კი – საერთაშორისო არენაზე ძალთა შეფარდება შეიცვალა – დასავლეთი უფრო პატარა გახდა,, განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა დევნილებისა კლიმატის ცვილების მიმართაც გააკრიტიკა. ,,თეთრი სახლის ინიციატევები ამ პრობლემებს კიდევ უფრო აღმავებს,, აცხადებს გაბრიელი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპისა და აშშ-ს გზები გაიყო. ,,ევროპა უკვე ვერ დაეყრდნობა აშშ-ს და მან ,,თავისი ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტოს,,

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ქარიშხალის გამო დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატია2017 წელს მსოფლიოს უარესი კლიმატური კატაკლიზმები ელოდება