“2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს”

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა, რომ ადამიანებსა და ხალხზე ორიენტირებულია.

როგორც ღარიბაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ადამიანებსა და ხალხზე ორიენტირებული მთავრობა ვართ. ჩვენ ვართ სამართლიანობაზე, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი საქართველო გავაძლიეროთ. კიდევ ერთხელ ვისურვებ, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად ყველანი გავერთიანდეთ”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდავით კერესელიძე – საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები აისახება, არა მხოლოდ იქ მყოფ ქართველებზე, არამედ იქაურ მოსახლეობაზე
შემდეგი სტატია,,რა თანხების მობილიზებასაც მთავრობა ვერ მოახერხებს, ბატონი ბიძინა აანაზღაურებს და ფინანსურად დაგვეხმარება”