დავით კერესელიძე – საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები აისახება, არა მხოლოდ იქ მყოფ ქართველებზე, არამედ იქაურ მოსახლეობაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები აისახება, არა მხოლოდ იქ მყოფ ქართველებზე , არამედ საბერძნეთის მოსახლეობაზეც. ამის შესახებ დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რამდენად აისახება ფინანსურად საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები იქ მყოფ ქართველებზე. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ის რაც ბოლო პერიოდში ვითარდება საბერძნეთში არის ძალიან შემაშფოთებელი და ძალიან ცუდი.
“საბერძნეთი უკვე დიდი ხანია ამ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება. ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე არის მცდელობა, რომ მოლაპარაკება მოხდეს ევროკავშირთან ვალის გასტუმრებაზე და ა.შ. ქვეყანა არის დეფოლტის წინაშე და რა თქმა უნდა, ეს აისახება იმ ქართველებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ, არამედ მთელი საბერძნეთის მოსახლეობაზე. სამწუხარო ფაქტია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ კეთილი სურვილების გარდა, ბერძენ ხალხს და იქ მცხოვრებ ქართველებს არაფერი შეგვიძლია ვუსურვოთ. ძალიან რთული პროცესია, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას როგორც საბერძნეთი, ასევე ევროკავშირი”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაში,,კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად”
შემდეგი სტატია“2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს”