გიორგი გახარია – „არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს – საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2018 13:20

გიორგი გახარია – „არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს – საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე“

მნიშვნელოვანი

  • გიორგი გახარია - „არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს - საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე“

სხვა სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით შინაგან საქმეთა
სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“.
კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საუკეთესო კადრების მოზიდვის და
მათი კარიერული ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„ყველას ექნება შესაძლებლობა გადამზადების. შინაგან საქმეთა სამინისტრო
დიდი სტრუქტურაა. გვაქვს იმის საშუალება რომ სისტემაში ხალხი შევინარჩუნოთ,
თუმცა მეორეს მხრივ ვაცნობიერებთ რომ კომპეტენცია უნდა ფასდებოდეს.
შეუძლებელია ეფექტური სისტემის აწყობა თუ კვალიფიკაციის მაღალ დონეს არ
მოჰყვა მეტი უფლებამოსილებები და მეტი პასუხისმგებლობები. რაც შეეხება
კარიერულ ზრდას, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა. მიღების წესთან
დაკავშირებით, მკვიდრდება ახალი წესი როგორ მოხდება კარიერული ზრდა.
ვერ გადავა ადამიანი ერთი საფეხურიდან უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე თუ
შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადების ან საბაზისო კურსები არ ექნება
გავლილი, ესეც იქნება ძალიან მკაფიოდ სტრუქტურირებული და ამ მიმართულებით
პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.
ჩვენი მიზანი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პირველ
რიგში მართლწესრიგის, კრიმინალთან ბრძოლის, საგამოძიებო კომპონენტის
განმახორციელებელი ორგანო, იყოს მიმზიდველი კვალიფიციური ახალგაზრდა
კადრებისთვის. ეს არის ძირითადი ამოცანა, არ უნდა იყოს ეს რუტინული
სამსახური მხოლოდ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც სოციალურ
კომპონენტს, ასევე კარიერული ზრდის კომპონენტს აქვს ძალიან დიდი
მნიშვნელობა. არავის არსად არ გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის
საშუალებას მოგვცემს, თუმცა, შიდა გრადაცია მოხდება, საუკეთესოები იქნებიან
საუკეთესო პოზიციაზე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2018 13:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics