“20 ივნისი იყო საკმაოდ მძიმე დღე, უფლებამოსილების გადაცდომა არის ძალიან ცუდი და ამას მოჰყვა სერიოზული რეაგირება “

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე თარიღია. მისი თქმით გადაცდომა იყო, როგორც პოლიციის ასევე საზოგადოების მხრიდანაც რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

“შარშანდელი 20 ივნისი იყო ძალიან მძიმე დღე. მძიმე იყო იმ ადამიანების განზრახვებიც, რომლებიც დღეს უკვე ამ ყველაფერს აღიარებენ. კონკრეტულმა ადამიანებმა უფლება მოსილებას გადაამეტეს და ამასთან დაკავშირებით ისინი პასუხისგებაში არიან მიცემულნი. პოლიციელებმა მიიღეს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები და ეს არ უნდა დაგავავიწყდეს. პოლიციელებმა სერიოზულად შეიკავეს თავი და რომ არა ეს შეიძლეობდა უარესი მდგომარეობა ყოფილიყო. უფლებამოსილების გადაცდომა არის ძალიან ცუდი! და ამას მოჰყვა სერიოზული რეაგირება და ეს იცის ყველამ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ელჩების ერთობლივ განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული”
შემდეგი სტატიაბათუმში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების აქცია გაიმართა