ბათუმში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების აქცია გაიმართა

ბათუმში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების აქცია გაიმართა. მათი თქმით, პანდემიის პირობებში პრაქტიკულად უმუშევრად დარჩნენ.

ისინი ითხოვენ ხელისუფლებისგან განმარტებებს, როდის და რა ფორმით იქნება ნებადართული შედარებით ხალხმრავალი საღამოები.

„ჩვენ არ ვითხოვთ საღამოების სასწრაფო დაშვებას, ვითხოვთ განმარტებებს, 15 ივლისიდან რა ფორმით იქნება დაშვებული ეს ღონისძიებები, რომ ჩვენი საქმიანობა დავგეგმოთ. ახლა ჩვენი შემოსავალი ნულზეა, აჭარაში 7 000-მდე კაცი იყო დაკავებული ამ საქმიანობით, არა მარტო ფოტოგრაფები და ოპერატორები, არამედ მზარეულები, მიმტანები, დიზაინერები და ასე შემდეგ. ჩვენც გვჭირდება არსებობა“, -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფოტოგრაფმა, არჩილ მანველიძემ.

banner
წინა სტატიაში“20 ივნისი იყო საკმაოდ მძიმე დღე, უფლებამოსილების გადაცდომა არის ძალიან ცუდი და ამას მოჰყვა სერიოზული რეაგირება “
შემდეგი სტატიამმართველ გუნდში შეხვედრა დასრულდა-“უმრავლესობის მხრიდან 92 მხარდამჭერი დაფიქსირდა”