12 წლის გოგონა, რომელმაც ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიიღო სტაციონარში რჩება

12 წლის გოგონა, რომელმაც ლეღვის ნახარშის შედეგად 40%–იანი დამწვრობა მიიღო, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში კვლავ სტაციონარში დარჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სტაბილურია.

„პაციენტს ყოველდღიურად გამოკვლევები, გადახვევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. იგი კვლავ ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. გოგონას სპეციფიური დამწვრობა აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

12 წლის მოზარდმა ლეღვის ნახარშით მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. იგი დამწვრობის ცენტრში იმერეთის რეგიონიდან გუშინ რეანომობილით გადაიყვანეს. პაციენტს სხეულის 40% აქვს დამწვარი. კერძოდ, გულ–მკერდი, მუცელი და ქვემო კიდურები. აღნიშნული ფაქტი ლეღვის ნახარშით მოზარდის დამწვრობის პირველი შემთხვევაა. მანამდე მსგავსი შემთხვევები მხოლოდ მოზრდილებში ფიქსირდებოდა. წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის სულ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი – რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი პოზიცია ოკუპაციაზე, ეს არის უსამართლობა
შემდეგი სტატიაევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად