ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად

საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანდა საჯარისო ნაწილებს საქართველოს ტერიტორიებიდან,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ მხარდაჭერისთვის ანგელა მერკელს მადლობა გადაუხადა.

„ევროკავშირისა და გერმანიას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს. საერთაშორისო მისიებიდან მხოლოდ ერთი მისია საქართველოში, მხოლოდ ევროკავშირის მისია, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება. ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობა, განვითარება, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში. როდესაც საგარეო მიზნებზე ვსაუბრობთ, საქართველო თავისი ფასეულობებით ისტორიულად მუდმივად იყო ევროპული სივრცისა და კულტურის ნაწილი. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, აქედან გამომდინარე, ევროკავშირის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენი პოზიციაა, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული გამოიძებნოს მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მშვიდობიანად დავარეგულიროთ ეს პროცესი. გვსურს მშვიდობა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში12 წლის გოგონა, რომელმაც ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიიღო სტაციონარში რჩება
შემდეგი სტატია“ჩვენ გვწამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი”