ანგელა მერკელი – რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი პოზიცია ოკუპაციაზე, ეს არის უსამართლობა

„რუსეთი მაგიდასთან და არა მუხლებზე“

რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი პოზიცია ოკუპაციაზე, ეს არის უსამართლობა, – ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველი არხის კითხვაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხებოდა.

„ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც მათ შორის, ევროკავშირის მისიაც არის წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრანასთან დაკავშირებით, ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. რაღაცნაირად, ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა, არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან, ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაში10 წლის წინ მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატია12 წლის გოგონა, რომელმაც ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიიღო სტაციონარში რჩება