ავღანეთიდან ევაკუირებულმა ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა

ავღანეთიდან ევაკუირებულმა ქალმა, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავში იმშობიარა – ინფორმაციას ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი Twitter-ზე
ავრცელებს.

CNN -ის ინფორმაციით, ავღანელმა ქალმა გოგო გააჩინა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დედას დაეწყო გართულებები თვითმფრინავის ფრენის სიმაღლეზე 28,000 ფუტზე (8,534 მეტრი) ზემოთ, თვითმფრინავში ჰაერის დაბალი წნევის გამო. თ

ვითმფრინავის მეთაურმა გადაწყვიტა დაეშვა თვითმფრინავზე ჰაერის წნევის გასაზრდელად, რამაც ხელი შეუწყო დედის სიცოცხლის სტაბილიზაციას და გადარჩენას.

banner
წინა სტატიაში2 ოქტომბერს ერთად უნდა დავამარცხოთ “ოცნება” – ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს კიევში გამართავს