2 კგ-მდე კოკაინი თუნუქის ქილებში – ნარკოტიკი თბილისის აეროპორტში, უკრაინის მოქალაქის ბარგში აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში, საბაჟო შემოწმებისას 2 კილოგრამამდე კოკაინი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უკრაინის მოქალაქის პირადი ბარგი გაჩხრიკეს, და თუნუქის ქილებში მოთავსებულ საეჭვო ნივთიერებას მიაგნეს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, კოკაინია.

უწყების ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშისკანდალური ფარული ჩანაწერები – მირზა სუბელიანს ადვოკატები ხვდებიან
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა