სკანდალური ფარული ჩანაწერები – მირზა სუბელიანს ადვოკატები ხვდებიან

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან ადვოკატები – ეკა ხუციშვილი და ინგა ჩალაური შევიდნენ.

მათი თქმით, მირზა სუბელიანთან პოზიციის შესათანხმებლად შედიან.

“გუშინ გავიგე ჩანაწერის შესახებ და დღეს მას ვხვდებით პირველად. ამ დრომდე აღნიშნულ საკითხზე არასდროს გვისაუბრია. საკითხზე მისი პოზიცია არ ვიცი და თავს ვიკავებ განცხადებისგან,” – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს უნდა მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მირზა სუბელიანის გამოკითხვა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე : პარლამენტში სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მოსვლა პრობლემა არ არის
შემდეგი სტატია2 კგ-მდე კოკაინი თუნუქის ქილებში – ნარკოტიკი თბილისის აეროპორტში, უკრაინის მოქალაქის ბარგში აღმოაჩინეს