ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა. სხდომაზე სალომე სამადაშვილმა და ირაკლი აბესაძემ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან რეაგირება და საკითხზე მსჯელობა მოითხოვეს.

ოპოზიციონერ დეპუტატებსა და უმრავლესობის წევრებს შორის მოთხოვნის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართეს.

„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიაშვილმა მიმართა: „მაგარი უზრდელი ხარ“, ეკა ბესელიამ კი – „მიშას თოჯინა“. თავის მხრივ, სამადაშვილმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხალხი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტიდან კინწისკვრით გაყრის. აღიშნულის შემდეგ, ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა და მანდატურის სამსახურს მისი საკომიტეტო დარბაზიდან გაყვანა დაავალა.

banner
წინა სტატიაში2 კგ-მდე კოკაინი თუნუქის ქილებში – ნარკოტიკი თბილისის აეროპორტში, უკრაინის მოქალაქის ბარგში აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ქართულ ჯარს მიმართა – პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს, რადგან ხართ სიმტკიცე, რომელზეც ქვეყანა და ერი დგას