15 წლის მოზარდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა

15 წლის მოზარდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ჟურნალისტებს დაშავებულის ძმამ განუცხადა, ექიმებმა ოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თავის ტვინმა შეშუპება დაიწყო. მისივე თქმით, ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მედიკამენტურ მკურნალობას განაგრძობს.

ამასთან, როგორც მოზარდის ძმამ აღნიშნა, ოპერაციაში ისრაელიდან ჩამოსული ექიმებიც მონაწილეობდნენ.

„ჩაუტარდა ოპერაცია იმის გამო, რომ თავის ტვინმა დაიწყო შეშუპება, გახსნეს თავის ქალის ორივე მხარე იმისთვის, რომ დეკომპერესია მოეხდინათ, ანუ ადგილი მიეცათ ტვინისთვის, რომ გაფართოებულიყო, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, იმაზე მძიმე დახვდათ მდგომარეობა, ვიდრე ეგონათ. ისინიც მოლოდინში არიან, დრო სჭირდება. უგრძელებენ მედიკამენტურ მკურნალობას, ექიმები ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ისრაელიდან ჩამოვიდნენ ექიმები, მიიღეს პროცესში მონაწილეობა. ვესაუბრეთ ყველას და საერთო სურათი ასეთია, რომ ისევ მძიმედ არის მდგომარეობა, ზღვართან საკმაოდ ახლოს ვართ, როგორც ვიცი“,- განაცხადა დაშავებულის ძმამ.

banner
წინა სტატიაშიპეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლიუსი“ გაქურდეს
შემდეგი სტატიადღეს ბარბარობაა