დღეს ბარბარობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.

ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიყავთ.

დღეს სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათთოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

banner
წინა სტატიაში15 წლის მოზარდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა
შემდეგი სტატიაგიორგი ლაფერაშვილს რუსთავი2-დან სამი ნივთი ერგო-რას წერს ჟურნალისტი…