პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლიუსი“ გაქურდეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლიუსი“ გაქურდეს. როგორც მაღაზიაში აცხადებენ, დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ვიტრინა გატეხეს და რამდენიმე ტელეფონი გაიტაცეს. ზარალი სავარაუდოდ 15 ათასი ლარია.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.​

მაღაზია „აიპლიუსი“ წარსულში რამდენჯერმე დააყაჩაღეს და გაქურდეს.

banner
წინა სტატიაშიუაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა