15 წლის მოზარდის ძმა-დედაჩემის თანდასწრებითაც ხდებოდა მუქარები

როგორც ვიცი, დედაჩემის თანდასწრებითაც ხდებოდა ისეთი მუქარები, რომ შენ ძმას შევუქმნით სასწავლებელში პრობლემებს, იყო გინებაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მოზარდის ძმამ განუცხადა, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა.

„დედაჩემთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებოდა დაახლოებით ოთხი საათი. ამ ოთხი საათის განმავლობაში უარყოფდა მომხდარს და ამბობდა, რომ ის არ იყო დამნაშავე. დედაჩემის თქმით, შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიყვანა ცალკე დასაკითხად. არ ჰყავდათ იქ დიდი ხანი, როდესაც გამოვიდა ოთახიდან იყო ატირებული და ყველაფერი აღიარა, თუმცა სახლში რომ მივიდა, მაშინაც თქვა, რომ არ ვარ დამნაშავეო. მეორე დღესაც უარყოფითი ჩვენება მისცა და შემდეგ მოხდა ეს ამბავი. როგორც ვიცი, დედაჩემის თანდასწრებითაც ხდებოდა ისეთი მუქარები, რომ შენ ძმას შევუქმნით სასწავლებელში პრობლემებს, იყო გინებაც“, – განაცხადა 15 წლის მოზარდის ძმამ.

მისივე ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას მართავენ
შემდეგი სტატია“მრავალმანდატიანი ოლქები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის”