“მრავალმანდატიანი ოლქები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის”

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მრავლმანდატიანი ოლქები, რომელიც მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში განიხილება, არსებულ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„წინა პოლიტიკური კონსულტაციების დროს იყო გაჟღერებული მოსაზრება მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ, რომელიც არსებული შერეული სისტემის ფარგლებში განიხილება. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში არსებულ კონსტიტუციასთან. შესაბამისად, ჩვენ ვთქვით წინა შეხვედრაზე, რომ განვიხილავთ ამის შესაძლებლობას. დღეს ზუსტად ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა იმას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით. თუ რა შეთანხმება შეიძლება, იყოს მიღწეული და როგორ გაგრძელდება დილალოგი, ამას ვნახავთ უკვე შეხვედრის შემდეგ. მნიშვნელოვანწილად შეხვედრის შედეგები დამოკიდებულია იმაზე, რომელი პოლიტიკური პარტია რა პოზიციას დააფიქსირებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამ არგუმენტებს გავაცნობთ მხარეებს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში15 წლის მოზარდის ძმა-დედაჩემის თანდასწრებითაც ხდებოდა მუქარები
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ ისინი სრულად პროპორციულ სისტემას ითხოვენ