ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას მართავენ

უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა მიმდინარეობს.

მორიგ შეხვედრაზეც განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ოპოზიცია ერთიანია ე.წ. გერმანული მოდელის მოთხოვნასთან მიმართებით, თუმცა ელოდებიან ხელისუფლების პასუხს დიპლომატიური კორპუსის მიერ წინა შეხვედრაზე შეთავაზებულ მრავალმანდატიან კომპონენტთან დაკავშირებით.

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა თქმით, დღეს დეტალურად გაივლიან მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებულ წინადადებას.

პირველი ორი შეხვედრა 30 ნოემბერსა და 8 დეკემბერს შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს გაუწიეს ანგარიში და მათ მიერ შეთავაზებულ შეხვედრას დათანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშივაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდის ძმა-დედაჩემის თანდასწრებითაც ხდებოდა მუქარები