15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე შესაძლოა, ირაკლი გილაურიც დაკითხონ?!

ძალადობის მსხვერპლ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. უფრო მეტიც, ყველა ამ ტრაგედიაზე საუბრობს და ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, თუმცა მთელი საზოგადოება თანხმდება, რომ მოზარდის სიკვდილი მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების კი არა, მთელი სახელმწიფოს კისერზეა. ისე, ზოგი ხელს მარტო ძალოვანი უწყებისკენ იშვერს, თუმცა იგივე ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა სკოლამაც უნდა აიღოს. ზოგადად, ამ ტრაგიკულ საქმეში ერთ-ერთი სუსტი რგოლი სწორედ სასწავლო დაწესებულებაა და აი, რატომ: როგორც ირკვევა, „მწვანე სკოლა“ ლუკა სირაძის ოჯახისგან, ზარალის ანაზღაურების მიზნით, 300 ლარს ითხოვდა. რა ზარალი მიადგა სკოლას? – საღებავებით დაისვარა შენობის რამდენიმე კედელი და ასევე, ინვენტარი. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ 300 ლარის გამო გახდა საქმეში ძალოვანი უწყების ჩარევა აუცილებელი. არადა, „მწვანე სკოლა“ თბილისში ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირადღირებულ სასწავლო დაწესებულებად ითვლება და შესაბამისად, 300 ლარის პრობლემაც არ უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს, თუ  გავითვალისწინებთ, რომ ამ სკოლის მფლობელი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის ძმა, ბანკირი ირაკლი გილაურია.

ვინ არის ირაკლი გილაური? – ის გასულ წლამდე „საქართველოს ბანკის“ დირექტორი იყო. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ძმები გილაურები საქართველოში უმდიდრესი ადამიანები არიან, ანუ ინტერნეტში გარვცელებული ხმების თანახმად, ნიკა გილაუარის ქონება რამდენიმე ასეულ მილიონს ითვლის. ამბობენ , რომ ნიკა გილაურს თავის დროზე მერაბიშვილთან ერთად ბიზნეს კლანი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნიკა გილაური თავის დროზე აკონტროლებდა „ენერგო პროს“ და „საქართველოს ენერგოსისტემას“. ამ ორივე საწარმოში მრავალმილიონიანი პროექტები ხორციელდებოდა და, როგორც ამბობენ, აქედან გილაურის წილი საკმაოდ სოლიდური იყო. იმას, რომ გილაური ზემოხსენებულ საწარმოებს ლობირებდა, ისიც ადასტურებს, რომ „ენერგო პროს“ დირექტორად ნიკა გილაურის ბავშვობის მეგობარი დაინიშნა. ასევე, მისი ბავშვობის მეგობარი მართავდა „საქართველოს ენერგოსისტემასაც“. რაც შეეხება ირაკლი გილაურს, როგორც ვთქვით, ის წლების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი – „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი იყო. „ნაციონალების“ მმართველობის დროს, სწორედ ამ ბანკთან იყო დაკავშირებული ყველა მსხვილი ბიზნესი თუ სამთავრობო სტრუქტურა. მას შემდეგ, რაც ბანკი დატოვა, როგორც „თაიმერს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, ირაკლი გილაური ე.წ. საგანმანათლებლო ბიზნესის გაფართოებას ცდილობდა, ანუ მას გეგმაში ჰქონია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, „მწვანე სკოლის“ ანალოგი 120 სასწავლო დაწესებულება გაეხსნა. თუ ეს გეგმა გამოუვიდოდა, მაშინ გილაური საქართველოში საგანმანათლებლო სისტემის მონოპოლისტად გადაიქცეოდა.

სხვათა შორის, კონფიდენციალური წყაროები იმასაც ამბობენ, რომ ირაკლი გილაური „მწვანე სკოლაში“ მიმდინარე ყველა პროცესის საქმის კურსში იყო და წვრილმანი დეტალებიც იცოდა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ საბედისწერო წარწერების შესახებაც ჩააყენეს საქმის კურსში და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს თავზე პოლიცია სწორედ ირაკლი გილუარის უშუალო მითითებით დააყენეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება და ამიტომ, შესაძლოა, ამ ვერსიით გამოძიებაც დაინტერესდეს. ასეთ შემთხვევაში კი, დაკითხვაზე ალბათ, ირაკლი გილუარიც დაიბარონ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა იმის ალბათობა, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები ირაკლი გილაურსაც მოუწყონ, ცხადია, არსებობს.

 

www.timer.ge

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია112-ის მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება