112-ის მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად გადაიხდიან 112-ის მომსახურების საფასურს.

ცვლილების მიხედვით, 112-ის მომსახურების საფასური არ შეიძლება იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი – ზუსტი ოდენობა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საფასურის ოდენობა ერთნაირი იქნება. გადასახადისგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

banner
წინა სტატიაში15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე შესაძლოა, ირაკლი გილაურიც დაკითხონ?!
შემდეგი სტატიავერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს