ზუგდიდში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება ვაჟა ექიმს“, „ადვოკატები ვაჟა ექიმის დასაცავად“, „ერთად გავათავისუფლოთ ექიმი“. აქციის მონაწილეების თქმით, ადვოკატებისა და ექიმების პროფესიები ერთ მთავარ პრინციპს – ჰუმანურობას ეფუძნება, ამიტომ მათი თქმით, ამ ადამიანებს მართებთ ვაჟა ექიმის თანადგომა.
„საქართველოს ადვოკატები მივმართავთ ადვოკატთა საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას, მათ შორის – ჩვენს რუს კოლეგებს და მოვუწოდებთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ, რათა ის გათავისუფლებული დაუბრნდეს თავის ოჯახს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ადამიანები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, ექიმის ტყვეობა დასრულდება და იგი ისევ გააგრძელებს თავისი პროფესიულ საქმიანობას“ – განაცხადა ადვოკატმა პაატა სოტკილავამ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებსი მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა.

banner
წინა სტატიაშიპატარებს ყურადღება უნდა, ზრუნვა უნდა და არა დასჯა. მოვუსმინოთ ჩვენს ბავშვებს!!!
შემდეგი სტატია15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე შესაძლოა, ირაკლი გილაურიც დაკითხონ?!