15-16 მარტის ბრძოლები გუმისთასთან ქართველი მეომრების უდიდესი გმირობის მაგალითად დარჩა

15 მარტს 27  წელი შესრულდა ქარულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს ომში ქართველთა მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან, რომელიც ამ ომის მხოლოდ ერთ წარმატებულ ეპიზოდად დარჩა.

1993 წლის 15-16 მარტს რუსეთის რეგულარულმა და სადესანტო ჯარებმა, ავიაციამ და ფლოტმა აფხაზ სეპარატისტებთან და დაქირავებულ ბოევიკებთან ერთად ქ. სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში წამოიწყეს. იერიში მიმდინარეობდა ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. ქართველმა მეომრებმა ენით აუწერელი სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი სოხუმის აღების ოპერაცია მამაცურად მოიგერიეს. მათ მოწინააღმდეგეს უმძიმესი მარცხი მიაყენეს და უკან დაახევინეს. მაშინ სოხუმი და, მთლიანად, აფხაზეთი გადარჩა. ეს იყო საქართველოს უდიდესი გმირობის მაგალითი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

გადამწყვეტი როლი ამ ბრძოლაში ქართულმა არტილერიამ შეასრულა, რის გამოც 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ გამოცხადდა.

https://youtu.be/Tl8z_vZo2HY

 

banner
წინა სტატიაში“კლინიკა-ლჯ” და “ლჯ და კომპანიის”დამფუძნებელი მირიან ჭეიშვილი თანამშრომლებს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე იუბილარია