“კლინიკა-ლჯ” და “ლჯ და კომპანიის”დამფუძნებელი მირიან ჭეიშვილი თანამშრომლებს მადლობას უხდის

“3 წლის წინ, ვფიქრობ მივიღე სწორი გადაწყვეტილება ჩემს მეგობრებთან ერთად, ამეშენებინა რეგიონალური დანიშნულების მქონე ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი, კლინიკა “ლჯ და კომპანია”, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მიზანი იყო ის, რომ ქუთაისში არსებული ინფექციური საავადმყოფო ყოფილიყო მნიშვნელოვანი პლატფორმა სამედიცინო სფეროში. პროექტი განვსაზღვრეთ და ავაშენეთ ისე, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულიყო, სხვადასხვა, ინფექციების მატარებელი პაციენტები. შენობის კონსტრუქციამ, მაღალტექნოლოგიურმა აპარატურამ, პროფესიონალი მედ-პერსონალით დაკომპელექტებულმა გუნდმა, დღეს საშუალება მოგვცა გავმკლავებოდით ისეთ დიდ გამოწვევას, რომელსაც მსოფლიო ებრძვის. დღეს ამაყი ვარ, რომ ქუთაისი უარს არ ამბობს ამ გამოწვევაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი კლინიკის თითოეულ თანამშრომელს, დაუღალავი შრომისთვის, გათენებული ღამეებისთვის, პაციენტების მზრუნველობისთვისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის!..
ამაყი ვარ იმით, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ”,-“კლინიკა-ლჯ” და “ლჯ და კომპანიის”დამფუძნებელი, კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ქირურგი მირიან ჭეიშვილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძემ ის მედიკამენტები დაასახელა, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ
შემდეგი სტატია15-16 მარტის ბრძოლები გუმისთასთან ქართველი მეომრების უდიდესი გმირობის მაგალითად დარჩა