14 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი, საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები, საქმის კვალიფიციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ 14 წლის მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს.

 

გარდაცვლილის დეიდის ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი 16:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოკლეს.
„საფეთქელთან აქვს დაზიანება, ასევე – კეფაზე. ჩემი დისშვილი ბავშვებმა ნახეს სადარბაზოს მეორე სართულზე, ჩემს დას დაუძახეს. მან მაშინვე წაიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ბავშვი გზაში გარდაიცვალა“, – განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის დეიდამ.
26 მარტს ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, პირველადი მონაცემებით, ცხედარს არ აღენიშნება დაზიანებები. თუ გამოძიების პროცესში რაიმე გამოიკვეთება, შესაბამისად, მუხლი გადაკვალიფიცირდება.
banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ურჩევს, გაერკვეს, რა ხდება საქართველოში
შემდეგი სტატიასაქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება შეაფასა