საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება შეაფასა

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება შეაფასა. დოკუმენტში მთავარი აქცენტი მართლმსაჯულებასა და პოლიტიკური მოტივებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გაკეთდა. ანგარიშში მოხვდა მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წარმოებული პროცესებიც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს რეაგირება ხშირ შემთხვევაში არაეფექტური იყო და ხელისუფლება განსხვავებულ პრაქტიკას იყენებდა პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით.

„ყველაზე აქტუალური გასული წლის განმავლობაში იყო გიგი უგულავას საქმე, მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული. მოხსენიებულია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნიდნენ სამსახურებიდან. შეგვიძლია გავიხსენოთ პოლიტიკური მოტივებით მიკერძოებული მართლმსაჯულება მაგალითად რუსთავი 2-ის მხარდამჭერების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. აქცენტია გაკეთებული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ განვითარებულ მოვლენებზე და ვფიქრობთ, რომ ეს იყო მოკლევადიან პერსპექტივაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ნაბიჯები, რომ მოეპოვებინა სარედაქციო პოლიტიკაზე რუსთავი 2-ის მნიშვნელოვანი გავლენა,“-აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაში14 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი, საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
შემდეგი სტატია(foto)პაკისტანის ქალაქ ლახორში აფეთქების შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა, მათგან 23 ბავშვია