თედო ჯაფარიძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ურჩევს, გაერკვეს, რა ხდება საქართველოში

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ჟოზეფ დოულის განცხადება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს ხელს ვერ შეუშლის.

 

„ვთვლი, რომ არაადეკვატური, პოლიტიზირებული განცხადებაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს, პარტიებს, ჯგუფებს, ჩვენ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, რომ ნუ გახდებიან ინსტრუმენტი. ბატონს, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, საკამოდ დიდი თანამდებობა უკავია სახალხო პარტიის იერარქიაში. მოვუწოდებ, ვთხოვ, გაერკვეს ადეკვატურად, თუ რა ხდება საქართველოში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
“ევროპის სახალხო პარტიის” საპატიო პრეზიდენტმა ჯოზეფ დოულიმ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.
banner
წინა სტატიაშიკოალიციები იქმნება და იშლება, არც შექმნაშია ტრაგედია და არც – დაშლაში
შემდეგი სტატია14 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი, საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს