13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ერთ-ერთი მოქალაქე ორთაჭალის ტერიტორიაზე იპოვეს

13 ივნისს, სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი დღეს იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს. ცხედარი ჯერ სახლში მიასვენეს, შემდეგ კი პროზექტურაში გადაასვენეს.
ოჯახის ვერსიით, დაღუპულს მტკვარში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით მიაგნეს მას შემდეგ, რაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო.
ელიზბარ ბაღაშვილი 13 ივნისს მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, მას ოჯახი და შესაბამისი სამსახურები უკვე 3 თვეა, უშედეგოდ ეძებდნენ.
ამ დროისთვის დაკარგულად კიდევ ორი ადამიანი ითვლება.

banner
წინა სტატიაში,,თაიმერის” გენერალურმა დირექტორმა პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა
შემდეგი სტატიაირაკლი ფირცხალავა: საფრთხეს წარმოვადგენ კრიმინალებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისათვის