,,თაიმერის” გენერალურმა დირექტორმა პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა

 

პაატა ზაქარეიშვილი - მტერი, გიგლა აგულაშვილი - მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევროსაინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერის” გენერალურმა დირექტორმა, ბერდია კალანდიამ თბილისის პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მას უწყებიდან უწყისი გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუსთან დაკავშირებით გუშინ 29 სექტემბერს მიუვიდა. როგორც კალანდიამ ,,თაიმერთან” საუბარში აღნიშნა, ის გამოძიებასთან სათანამშრომლოდ მზად არის.

,,მე უკვე მივაწოდე მათ ყველა ის ვიდეო ჩანაწერი რომელიც ხელთ მქონდა, თუმცა ამასთან ერთად გამოვიყენე კანონით მონიჭებული უფლება, კონკრეტულად 50-ე მუხლი”- განაცხადა კალანდიამ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება პოპულისტურია.

,, ჩემი ინფორმაციით, ე.წ ,,ნარუშილოვკებს ერთწლიანი ვადა აქვთ და არა 10-წლიანი. შესაბამიასდ 2009 წელს გაცემულ სპეცსაშვებს ვადა ისედაც გასული ჰქონდათ. ამასთან ერთად როგორც ვიცი, პატრულს ისედაც ჰქონდა გაფრთხილება მიღებული, რომ ვადაგასული, წინა ხელისუფლების დროს გაცემული ე.წ ნარუშილოვკები ამოეღოთ. 2009 წლის კი არა, 2013 წელს გაცემული ნარუშილოვკები ამოიღეს 2014 წელს. ”- განაცხადა ,,თაიმერის” გენერალურმა დირექტორმა.

banner
წინა სტატიაში“დროა, პასუხი მოსთხოვოთ იმ მეზობლებს, რომლებიც ტვინს გიბურღავდნენ “ქართული ოცნებისთვის” მიგეცათ ხმა”- ბობოხიძე მოსახლოებას მიმართავს
შემდეგი სტატია13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ერთ-ერთი მოქალაქე ორთაჭალის ტერიტორიაზე იპოვეს